Monday, April 18, 2016

პროექტი-"ხევისბერი გოჩა" სიღრმისეული წვდომა

          პროექტი-”ხევისბერი გოჩა” სიღრმისეული წვდომა
1. პროექტის სახელწოდება
“ხევისბერი გოჩა” სიღრმისეული სვდომა
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)
ალ. ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეული წვდომის მიზნით ექსკურსია სტეფანწმინდაში
3.პროექტის აქტუალობა
.ნაწარმოების სიღრმისეული წვდომით მოსწავლეები კიდევ ერთხელ  დაფიქრდნენ სიყვარულისა და მოვალეობის არსზე.
4.პროექტის მიზნები
მოხევეებთან შეხვედრისას უშუალოდ გაცნობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან.მათთან გასაუბრებით მოხეურ დიალექტზე დაკვირვება,პერსონაჟებზე არსებული ცოდნის გაღრმავება.სახლ-მუზეუმის დათვალიერება.მთაში არსებული ლეგენდების გაცნობა “ხევისბერი გოჩას”-ნაწარმოების შექმნის შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი
6.ვადები( ხანგრძლივობა)
20აპრილი- 10ივნისი
7. მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ე.ს.გ.ქართ.11.5.მოსწავლეს შეუძლია სახვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება. მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.11.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული  ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
ქართ.11.7.მოსწავლეს შეუძლია მხატვრული   ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
ქართ.11.8.მოსწავლეს შეუძლია კითხვის
ეფექტური სტრატეგიების არჩევა და                           გამოყენება.                                           
              
       
                ……………….
მოსწავლეებმა შესაძლოა შექმნან ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ჩანახატი, ბლოგი.
მათ გამოუმუშავდებათ კვლევა- ძიების , დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის უნარ -ჩვევა,მასალის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა.უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის  კულტურულ მემკვიდრეობას.კარგად გაეცნობიან მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას და ასევე გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნატის საშუალებით თავიანთ პროექტს.
 პროექტში ჩაბმული მოსწავლეები მეტად გაუფრთხილდებიან და შეიყვარებენ კულტურულ მემკვიდრეობას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.
ტრანსპორტი,საწერი საშუალებები.უბის წიგნაკი.ფოტოაპარატი.მეტერიალური და ადამიანური რესურსები.
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
1.იდეის შეთავაზება წინარე ცოდნის გასაღრმავებლად.
2.საპროექტო  ჯგუფის ჩამოყალიბება


3.ჯგუფებში დავალებების განაწილება.
4.საინფორმაციო მასალის მოძიება ისტ-ის
გამოყენებით.
5.ტრანსპორტის მოგვარება
6. ადამიანური რესურსების მოგვარება.
7.მოძიებული მასალის ჩაწერა.
8. სურათების გადაღება
9. საპრეზენტაციო მასალის დამუშავება


10.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურაში-განუვითარებს ძირითად  საკომუნიკაციო უნარებს: წერას,კითხვას,მოსმენას, საუბარს,
ისტორიაში- გაიღრმავებენ ცოდნას ხევის ისტორიის, ტრადიციების შესახებ.
ისტ-ის ტექნოლოგიებში- მასალების მოძიებას, დამუშავებას. სურათების ატვირთვას.
11. პროექტის ხელმძღვანელი.
მაია ვაშაყმალლძე. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.ქ.ქუთაისი. 30-ე საჯარო სკოლა
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
maia.vashakmadze24@gmail.com
13. პროექტის ვებ- გვერდი (ბლოგი)
maia.vashakmadze24.blogspot.com

No comments:

Post a Comment