საორგანიზაციო საკითხები -2წთ
A ფაზა( გამოწვევა) - 15წთ
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას .უსვამს კითხვებს -რა იციან განდეგილობის შესახებ, თუ აქვთ ნასწავლი ნაწარმოები, რომელშიც განდეგილი ბერების შესახებ არის საუბარი. რამდენი სახის განდეგილი არსებობს. რა იციან კავკასიონზე არსებული
ბეთლემის გამოქვაბულის შესახებ. რამდენი ბეთლემი იცით. როგორ გესმით სიტყვა ბეთლემი.
ამის შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს ვიდეო მასალას, სადაც კავკასიონზე განთავსებული ბეთლემის გამოქვაბულია ასახული.
შემდეგ კითხვა-პასსუხით ხდება ტექსტის გახსენება.
Bფაზა- 22წთ
-აკაკი ბაქრაძის წერილიდან”გზა ხსნისა” ფრაგმენტის გაცნობა (ტექსტის გააზრება).წერილის გაცნობის შესახებ, მასწავლებელი არიგებს ფურცლებს სადაც სქემაა გამოსახული. მასწავლებელი ითხოვს შეავსონ სქემა(სქემა წინასწარ დამზადებული აქვს მასწავლებელს თითოეული მოსწავლისათვის)
პრობლემა--გამომწვევი მიზეზები--როგორ დამთავრდა?ამ სქემის ფონზე იმართება დისკუსია.
საბოლოოდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება აკაკი ბაქრაძის “გზა ხსნისა’ სტატია.მოსწავლეები მივლენ საბოლოო დასკვნამდე.რატომ მოკვდა განდეგილი .რა ვერ შეძლო განდეგილმა. როგორი ადამიანები ჭირდება სამშობლოს დასახული მიზნის მისაღწევად. ქვეყნისაგან განდგომა არის თუ არა სავალდებულო.
C ფაზა (გამთლიანება) 6წთ
მასწავლებელი ახდენს დისკუსიის შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს.აძლევს განმარტებებს-თუ რაში გამოიყენება მიღებული ცოდნა. რა არის” გზა
ხსნისა”.
|
No comments:
Post a Comment